16 აპრილი, 2021

“ალის და ნინოს” ქართველი პროტოტიპები

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ყურბან საიდის ცნობილი რომანის “ალი და ნინოს” პროტოტიპები ქართველი ალექსანდრე (ალი) საკანდელიძე და მისი მეუღლე ნინა ყიფიანი არიან.

ინფორმაციას მათი შვილთაშვილი მომღერალი მარიამ ქირია ავრცელებს:

“აქამდე მხოლოდ ზოგიერთმა ჩემმა ახლობელმა იცოდა. ახლა სიამაყით მინდა საჯაროდ დავწერო:

“ალი და ნინოს” პროტოტიპები ჩემი დიდი ბებია და ბაბუა – ნინო ყიფიანი და ალექსანდრე (ალი) საკანდელიძე არიან.

სურათზე მელნის ლაქაა, ნინომ შეღება, მუხლები მიჩანს, სირცხვილიაო…”

პ.ს. “ალისა და ნინოს” უკვდავ სიყვარულს ცნობილმა მოქანდაკემ თამარ კვესიტაძემ ორიგინალური ქანდაკება მიუძღვნა, რომელიც ბათუმშია განთავსებული, 2016 წელს კი ყურბან საიდის რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.