25 მარტი, 2021

ტარიელ ხარხელაური გვაფრთხილებს

პოეტი ტარიელ ხარხელაური გვაფრთხილებს თითოეულ ჩვენგანს და შეგვახსენებს, რომ ჩვენი არსება საცდურისკენ არის მიმართული:

“ჩვენი არსება მიმართულია იმ საცდურისკენ, რომელსაც სახელის მოხვეჭა ჰქვია, ამ მეტად სახიფათო და მიმზიდველი ზღვარის დასალახავად არაფერს ვერიდებით, ადვილად ვწირავთ და ვსპობთ ყველაფერს – ჩვენგანვე ქმნილსა თუ არა ქმნილს, მაგრამ მივაღწევთ თუ არა მოჭარბებულის სხივოსნობით ცრუ ნათლით დამაბრმავებელ ნიშნულს, აღმოჩნდება, რომ იგი მხოლოდ საცდურია და მეტი არაფერი, საცდური ჩვენი ამპარტავნობის, ჩვენი კუდაბზიკობის და გვირგვინი ჩვენი არარაობისა.

გზა კი, რომელიც მართალია და მარადი – აქვეა, – ჩვენს გვერდითაა, გზა რწმენისა, გზა ღვთაებრივი შეცნობისა. გზა ღმერთშია – შენი თავის აღმოჩენისა და გზა თავად უზნაესთან მიმავალი, სხვა ყოველივე სიცრუეა, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, გონების დამაბნევარი, სულის გამრყვნელი და დამაქცევარი.”