8 მარტი, 2021

სასიამოვნო სიურპრიზი ილიკო სუხიშვილს

ანსამბლი “სუხიშვილები” გასტროლზე უკრაინაში იმყოფება. დასის მთავარი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი 8 მარტს იუბილარია. ანსამბლის წევრებმა იუბილარ ილიკოს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეს და რეპეტიციის დროს მოულოდნელად უმღერეს და საჩუქარიც აჩუქეს.

ილიკო სუხიშვილს დაბადების დღე მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმაც მიულოცა:

“გენიოს მეგობარს, ყველაზე გამორჩეული გულის მქონეს, ისტორიულ ხელოვანს და უძვირფასეს ადამიანს ილიკო სუხიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!

ბედნიერი ვარ, რომ ერთ დროში მოგვაქცია ბედისწერამ და ერთადაც გვიკეთებია პროექტები, მათ შორის მაკა ასათიანის მართლა დაუვიწყარი პანკისის ჩვენება, ქეთო და კოტე, სუხიშვილების დიდი გალა ეროვნულ ორკესტრთან ერთად, ანიტა რაჭველიშვილის “ქროს ოვერი” ფილარმონიაში და სხვ.

ასევე წილად მხვდა დიდი სიხარული, რადგან ჩემი ორი ნაწარმოები ვნახე მისი დადმით: “რევოლუციური ხორუმი” და ქალთა ცეკვა “ნარნარი” საორკესტრო თანხლებით.

კიდევ ილიკომ და ნინომ 30 წლის რომ გავხდი, ჩემი დაბადების დღის უზარმაზარი წვეულება თავიანთთან წყნეთში გამიმართეს და ალბათ ამაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღე არც მანამდე და არც შემდგომ არ მქონია…

ძალიან ძალიან ძალიან მიყვარს ჩემი ილიკო, მისი ოჯახი, მისი წინაპრები, მისი ქორეოგრაფია, მისი დასი, მისი თვისებები, მისი სიკეთისა და სიყვარულის იშვიათი ნიჭი…

ღმერთს ვთხოვ, კიდევ მოხდეს რაიმე ისეთი პროექტი და არაერთხელ, რაშიც საქმიანად კვლვ გადავეკვეთებით ერთმანეთს.

ისე დიდი ხანია დაგეგმილი გვაქვს სუხიშვილებისა და ეროვნული ორკესტრის საერთო პროგრამა და პანდემიის გადავლის შემდეგ იმედია შევძლებთ გიმასპინძლოთ!

დღეგრძელი და ჯანმრთელი მინდა იყოს, ბედნიერი და მშვიდობიანი ცხოვრებით, დიდი წარმატებებით და ღვთის წყალობით!”