10 მარტი, 2021

რეზო ნასიძე: “ბოდიშს ვიხდი”

მსახიობი რეზო ნასიძე საჯაროდ იხდის ბოდიშს და ამის მიზეზსაც განმარტავს:

“ბოდიშს ვიხდი, რომ ვმონაწილეობდი ქართულ პოლიტიკურ სიძულვილში და შეურაცხყოფას ვაყენებდი ჩემთვის მიუღებელ მხარეს ან ადამიანებს. ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს… ყველამ ძალიან შევტოპეთ და აღარც ვიცი გამოვალთ თუ არა უკან.

რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, ამას ვერც რუსეთი, ვერც ამერიკა და ვერავინ გაგვიკეთებს, რადგან ჩვენზე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რომ არ ვიყოთ ასეთი გაგიჟებული ბოროტები…

ძალიან მინდა ხვალ გავიღვიძო და ერთმანეთი აღარ გვძულდეს, პოლიტიკოსები ერთმანეთს შეხვდნენ, გადაეხვივნონ, დაივიწყონ რაც იყო და ყველამ ერთად, რამენაირად შევძლოთ ამ ჯოჯოხეთიდან გამოსვლა…

კიდევ ერთხელ მაპატიეთ ყველამ, რომ სახედაკარგული ადამიანივით ვიქცეოდი და ჩემი წვლილი შემქონდა ჩვენს საერთო დაღუპვაში.”