30 მარტი, 2021

ოსი სეპარატისტების პრეტენზია მცხეთაზე

საქართველოს რომ თითოეული გოჯი მიწისთვის უწევს ბრძოლა, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ მოისმენთ ჟურნალისტ ნინო ხაჩიძისა და ისტორიკოსის როლანდ თოფჩიშვილის საუბარს.

“ოსი სეპარატისტების პრეტენზია მცხეთაზე – სვეტიცხოველი, ანუ ოსთცხოველი?!” – ასე ეწოდება მათი საუბრის პირველ ნაწილს, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ.

“ისტორია არც ადრე უჩიოდა გაყალბებას, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნებისმიერი სისულელის თქმა გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევა, შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ ოსი სეპარატისტებიც და მათი მადა კარგა ხანია გასცდა „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიასა და თრუსოს ხეობას, მათ მიერ ახლად გამომცხვარი რუკებით ლამის თბილისს ებჯინება დიდი ოსეთის „საზღვრები“. როდის გამოჩნდნენ ოსები პირველად კავკასიასა და საქართველოში და რატომ გაუჩნდა ირანული წარმოშობის ხალხს პრეტენზია კავკასიელობაზე…” – ამბობს ნინო ხაჩიძე.