31 მარტი, 2021

ნახატით ნაწინასწარმეტყველები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალება მხატვარმა მედეა კეიდიამ თავისი ნახატით იწინასწარმეტყველა:

“ამ ნახატმა პრეზიდენტის გარდაცვალება ორი წლით ადრე აუწყა ჩემს ოჯახს.

მაშინ მქონდა ბედნიერება მასთან მუშაობის – უზენაეს საბჭოს ეკოლოგიურ კომისიაში და მონათხრობით არა, ყველა მოვლენამ ჩემს სულში გაიარა, ჩემს თვალწინ.

იმ ავბედით დღეს კი, ეს ნახატი-გამოცხადება რომ დაიხატა, ჯერ კიდევ ალყაში იყო მთავრობის სახლი. მე არც ვამხელდი, რომ საერთოდ ვხატავდი. დემურის დავუძახე და ვეუბნები: ჩვენი პრეზიდენტი გარდაცვლილია, მაგრამ ნახე, როგორი ნეტარი სახით თქო… ლოგიკური ქალი მგონიხარ და რას ამბობო?! გაიოცა.

ორი წლის მერე, მისი გარდაცვალება მართლა ნეტარება გახდა ერისათვის ზვარაკად შეწირული, წამებული პრეზიდენტისთვის.

პ.ს. მოსაყოლი და მოსაგონარი ბევრი მაქვს… მაგრამ ერთს ვიტყვი მხოლოდ: საქართველოს უახლეს ისტორიას, ჯერ არ ჰყოლია ხალხზე ასე მზრუნველი და ხალხისგან ასე გაწირული პრეზიდენტი და ვფიქრობ, რომ დღემდე, სწორედაც იმას ვიმკით, რაც დავთესეთ.

პ.ს მე ყველაფრის უტყვი მოწმე (ე.ი. თანამონაწილეც, სამწუხაროდ) მაინც ბედნიერი, ამაყი და პირნათელი ვარ, რომ მქონდა ბედნიერება მასთან ურთიერთობის, რომ ქვეყნისთვის და მისთვის არასდროს მეღალატა.

პ.ს. ნათელი მის წამებულ სულს!”