4 მარტი, 2021

ივანე ჯავახიშვილის სამაგალითო საქციელი

ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილზე და მის სამაგალითო ქმედებებზე არაერთი ამბავი გაგვიგონია, მაგრამ ჯაბა მუსელიანი საოცარ ისტორიას გვიზიარებს:

“პეტრე მელიქიშვილის რექტორობიდან გადადგომის შემდეგ, უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა სათავეში.

რექტორის ოთახს ერთი მოხუცი, რუსი ქალბატონი ალაგებდა, დილით ადრე მიდიოდა, მოაწესრიგებდა კაბინეტს, სამსახურში მოსულ რექტორს თავაზიანად დაეთხოვებოდა და მიდიოდა.

ერთ დღეს ივანეს თვითონ მოუხდა კაბინეტის გაღება, ვინაიდან მოხუცი ქალბატონი არსად ჩანდა. მეორე დღესაც იგივე რომ განმეორდა, ბატონმა ივანემ მოიკითხა თანამშრომელი. აცნობეს მისი გარდაცვალების ამბავი. შეწუხდა რექტორი, მას ხომ არავინ ჰყავს, ჩაილაპარაკა, სასწრაფოდ პალტო ჩაიცვა და ფეხით გაუყვა გზას.

იქვე, ახლანდელ მელიქიშვილის ქუჩაზე, ერთ იტალიურ ეზოში შევიდა, განსვენებულის ბინას მიაკითხა და მისი დაკრძალვის საქმე ითავა – ბატონმა ივანემ მიცვალებულისათვის შეუკვეთა სასახლე და სუდარა, დანიშნა პანაშვიდის დღეები და დადგა ჭირისუფლად. განსვენებულს საკუთარი ხარჯით გადაუხადა ქელეხი, ორმოცი, წლისთავი, გაუკეთა საფლავის ქვა.”