19 მარტი, 2021

ის, რაც ზურა დოიჯაშვილზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

მომღერალ ზურა დოიჯაშვილზე მისმა ერთგულმა მსმენელებმა თითქმის ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იციან, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი “მაგრამ”, რომელიც ძალია, ძალიან მნიშვნელოვანია:

ზურა ხაჩიძე, მომღერალი:

“ესეთი სიყვარული, პატივი და ყურადღება სიცოცხლეში რომ ენახა ზურას კიდევ დიდი ხანი იცოცხლებდა.
მაგრამ ჩვენს ქვეყანაშია ნათქვამი: “შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო”. მინდა წარსულ შეცდომებზე რამე ვისწავლოთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის საამაყო მომღერლებს, მეცენატებს, ექიმებს, სპორტსმენებს და ყველას, ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ მოღვაწეობს, ვინც სიგიჟემდეა შეყვარებული სამშობლოზე, ადამიანზე და უფალზე. ესეთი ადამიანები გამოირჩევიან და ნათლად გვხდებიან ცხოვრების გზაზე!

მეტი პატივისცემა, მეტი სიყვარული, ქართველებო, ერთმანეთის. იმ ქვეყანაში არაფერს არ წავიღებთ, მხოლოდ წავალთ ჩვენი ადამიანების მიმართ დათესილი სიკეთით, სიყვარულით, მიტევებით…

უფალმა მოიხსენოს ზურას სული! ამინ!

დოიჯა იყო მაგალითი, როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა!”