16 მარტი, 2021

გია მურღულიას უმნიშვნელოვანესი შეგონება

ფილოლოგი გია მურღულია უმნიშვნელოვანეს შეგონებას გვიზიარებს არასათანადოდ დაფიქრებული მამაკაცებისთვის:

“მცირე შეგონება არასათანადოდ დაფიქრებული მამაკაცებისთვის:

იდიოტურ აზრს ერთადერთი ღირსება შეიძლება ჰქონდეს – კარგად გამოთქმა.

მაგალითად: “ქალი დაიბადა საწოლისთვის, რომელიც სამზარეულოში დგას.” ორივე არსებითი იდეა რეალიზებულია არა, ძვირფასებო?

როდესაც ფიქრობ ან გგონია, რომ მთავარი მხოლოდ შენ ხარ და სამყაროს ცენტრში ერთადერთი კაშკაშებ, მაშინ, ნესტანის არ იყოს, “აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!”

კაცი ვინმეზე მბრძანებლობისას ან ვინმეს გამოყენებისას კი არ ვარსკვლავობს, არამედ – როდესაც მაღალმსახურება შეუძლია.

ბედნიერებას ორის ღიმილი ქმნის.”