17 თებერვალი, 2021

ზურა დოიჯაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ

ისრაელში გარდაცვლილ ქართველ მომღერალ ზურა დოიჯაშვილს თბილისში ჩამოასვენებენ. ინფორმაციას ჟურნალისტი მაია კახიძე ავრღელებს:

“სამწუხაროდ, უთბილესი და დიდებული თბილისელი, საუცხოო ქართველი მომღერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 14 თებერვალს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზურა 11 თვის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი გახლდათ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი.

იანვრის ბოლოს მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და აი, სამი დღის წინ ისევ უმძიმესი ამბავი მოხდა – ზურა დოიჯაშილი გარდაიცვალა…

ზურას 22 თებერვალს ჩამოასვენებენ საქართველოში.

ეეჰ, რომ იცოდე, როგორ მენანები, ზურიკო, როგორ…”