28 თებერვალი, 2021

ზაზა სავჩუკის დაუჯერებელი ამბავი

მომღერალი ზაზა სავჩუკი საზოგადოებას მისი ულამაზესი ხმით და გამორჩეული ნიჭის გამო შეიყვარა. თუმცა მეტროს მომღერალს ბევრი დამცირების ატანა მოუწია, მას არაკეთილმოსურნეებიც ბევრი ჰყავდა და სწორედ მათი დამსახურებით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა: უმოწყალო ცემისგან მუცელში ორგანოები აღარ უვარგოდა,  3 მოტეხილობა ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა.

ნიკა სვანსკი:

“4 წლის ვიყავი, ხელი ჰქონდა დედას ჩემს ხელზე ჩაკიდებული, ავტობუსის კიბეზე ავყავდი, კიბის საფეხურებს მათვლევინებდა, შემდეგ მითხრა, ავტობუსში დამელოდე ახლავე მოვალო, სამუდამოდ გამიშვა ხელი, დედა აღარ დაბრუნებულა. გათოშილი ვიდექი, ზამთარი იყო… მძღოლმა ბავშვთა სახლს მიმაბარა. დედას დღემდე ვეძებ ყველგან, მაგრამ არსადაა.

ესე მოვდივარ ბავშვობიდან ჩემი ტკივილებით, რომელიც სულ თან დამყვება. 13 წელია ქუჩის მუსიკოსობით ვირჩენ თავს. გიტარაზე რომ ვუკრავ, ამისათვის ფრჩხილებს ვატარებ გრძელს. მეტროში ესკალატორზე ჩამოდებული მქონდა ხელი, იქვე მდგომმა ბიჭებმა შემამჩნიეს და გინება დამიწყეს, დამცირება, პანჩურების ამორტყმა. მეც იასნია შევუბრუნე ხელი, ისინი ბევრნი იყვნენ, მე – ერთი, დამაგდეს და ისე მცემეს, სახეზე ვეღარავინ მცნობს დღეს. 3 მოტეხილობა მივიღე, მუცელში ორგანოები აღარ მივარგა.

სამირი მქვია, გვარი არ ვიცი. შემდეგ ზაზა დამარქვეს ჭიათურაში მცხოვრებმა რუსმა “მშობლებმა”. გვარი მერე სავჩუკი მე თვითონ შევირჩიე,” – ასე დაიწყო ჩემი და სამირის მეგობრობა.

უბადლო შემსრულებელი იყო ბოშური რომანსების. მისი ხმა ყველას ატყვევებდა, გულგრილს ვერავის ტოვებდა. თვითონ იყო ძალიან უბრალო, უშუალო და თბილი გულის ადამიანი. შევთავაზე იტალიაში საუკეთესო პირობებში ცხოვრება და თავისი საყვარელი საქმიანობის ასპარეზი, მაგრამ პასუხად სამირისგან მივიღე: ბევრი მოდის მსგავსი შემოთავაზებით, მაგრამ საქართველოს ვერასოდეს დავტოვებო.

უმოწყალოდ ნაცემს, სუნთქვის პრობლემებიც შეექმნა, დარდობდა მღერისას სუნთქვა მიძნელდებაო.

ეს უნიჭიერესი, სულით ინტელიგენტი, დაჩაგრული ბიჭი, ნაქირავებ (ბარაკში) გარდაცვლილი იპოვეს.

ახლა ვეღარავინ შეგაყრის, სამირ, სიცივეში მდგომს შენივე მოგროვილ ხურდებს სახეში… ნათელში იყავი, ძმაო, სირინოზის ხმიანო!”