3 თებერვალი, 2021

ვახტანგ ჯავახაძის ჰიმნი ქართველებს

პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ ქართველებს ჰიმნი მიუძღვნა და მას “კაცია-ადამიანი!” უწოდა:

“არ დაელია ლუარსაბების
ქვეყანას პურის ჭამის საბაბი.
უცხოვრია თუ უარსებია –
ყველა ქართველი ლუარსაბია.
მოხსნეს თამამი ანუ თავნება
ბანკების ბანკი რესტორანებმა.
ფიროსმანიან-წერეთელიან
კედლებში ხმები ვერ ეტევიან:
აკორდს დაეძებს გამა ამაოს:
– საქართველოო, გაამოს!”