4 თებერვალი, 2021

ტაძარს არსენალის მთაზე აგურებად შლიან

თბილისში, არსენალის მთაზე მდებარე ტაძარს ავლაბრელები აგურებად შლიან.

ამ ინფორმაციას პოეტი შალვა ბაკურაძე ავრცელებს:

“ტაძარი არსენალის მთაზე. ავლაბრელები აგურებად შლიან. აეროფოტოზე ჯერ კიდევ შარშანწინ, გადახურული იყო.

ტაძარია. სვანეთისუბნელი უხუცესებიც ადასტურებენ და თავად შენობის არქიტექტურაც ამის დასტურია. კირით წაშლილ კედლებზე რომ არაფერი ვთქვა.

მთელი სვანეთისუბნისხელა ტერიტორიაა. ვხედავ ჩემი აივნიდან, როგორ ეზიდებიან აგურებს. ვესროლო? კი გავარტყამ, მაგრამ ღირს რო?

კალა კაპიტალია ამ შენობისა და მთელი ფერდობის პატრონი. კერძო ტერიტორიაა მთელი არსენალი ფერდობი.”