20 თებერვალი, 2021

ქართული საგანძური ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ საგანძურს მსოფლიოს აცნობს და საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გიორგი კალანდია, საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელი:

“ძალიან ვამაყობ იმით, რომ ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენზე წერს და განსაკუთრებული მადლიერებით მოგვიხსენიებს, ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება! ბიბლიოთეკის საიტზე უკვე განთავსდა ჩვენი შეწირულობის პირველი ფოტო, გიორგი მისაური გილოცავ, მგონია განსაკუთრებული ამბავია.”