2 თებერვალი, 2021

ქართული ფილმი კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული ფილმი მოხვდა.

რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” რჩეულთა შორისაა. ფილმში მთავარ როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს.

სასიხარულო ინფორმაცია რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაავრცელა:

“ქართული ფილმი მოხვდა კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, მგონი ამ საუკუნეში ეს პირველი შემთხვევა არის. ახლა ვგულშემატკივრობთ ოსკარზე, ფილმზე უამრავი ადამიანი ალაპარაკდა და აქტიურად წერს გავლენიანი უცხოური პრესაც.

გაჩნდა რეალური შანსი, ოსკარის შორთ ლისტში მოხვედრის, მოგების.

ძვირფასო ქართველებო, განსაკუთრებით ამ სფეროში მოღვაწეებს ეხება – გიხაროდენ! იამაყეთ! ეს დიდი ნაბიჯია ქართული კინოს მომავლისათვის! გააგებინეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს!

ნუ ცდილობთ ყველაფერში უარყოფითის დანახვას!

ეს ნაბიჯი თქვენთვის არის, რომ არ გაიკვირვონ – სად არის საქართველო.

ან ქართული ფილმების ხსენებაზე საბჭოთა კინოს რომ არ ვახსენებდეთ.”