25 იანვარი, 2021

ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა ინგრევა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდასთან ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა ინგრევა.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“1400 წლის ეკლესია რომ ამ დღეში ექნება ერს, იმას რა უნდა ვუთხრა?!

ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა (VI ს) სოფელ შილდასთან, ყვარლის მუნიციპალიტეტი, თამთა დოლიძის ფოტო.

პ.ს. ზოგიერთი კომენტარებში წერს, კიდევ კარგი არ მოხდა რესტავრაცია და დაცემენტება უხარისხო, ცუდი სარესტავრაციო სამუშაოებითო, რაც სადღეისოდ დიდი პრობლემაა საქართველოში.

მაგრამ ტაძარი ჩამონგრევის პირზეა, ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ასე სჯობს, საჭიროა მთელი კულტურული საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის დიდი მოთხოვნით ვაიძულოთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გააუმჯობესოს რესტავრაციების ხარისხი, XXI საუკუნეა და სირცხვილია, რომ ამას ვერ ვახერხებთ ქართველები.”