8 იანვარი, 2021

თემურ წიკლაური რეანიმაციაშია

ანსამბლ “ივერიას” ლეგენდარული მომღერალი თემურ წიკლაური რეანიმაციაშია მოთავსებული.

მისი კოლეგის, მომღერალ ნუგზარ კვაშალის თქმით, 74 წლის თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და კორონავირუსზე მკურნალობს.

ინფორმაცია “პრაიმტაიმმა” გაავრცელა.