6 იანვარი, 2021

რატომ ჰქვია პუანტესიას შობის ყვავილი?

პუანტესიას შობის ყვავილი ჰქვია და ბევრმა არ იცის რა საერთო აქვს ამ ყვავილს შობის დღესასწაულთან.

ლეგენდის მიხედვით, მექსიკაში ერთ პატარა ობოლ ბიჭს, რომელსაც ძალიან უყვარდა შობა, არ ჰქონდა ფული, რომ საშობაოდ ტაძარში შესაწირი დაეტოვებინა. პატარამ გადაწყვიტა, გზაზე მოეწყვიტა ყვავილები, თაიგული შეეკრა და ასეთი მოკრძალებული თაიგული შეეწირა ხატისთვის.

ობოლს სწამდა, რომ იესოს მისგან ეს საჩუქარი ძალიან გაუხარდებოდა… როდესაც ბიჭმა ტაძარში შეაბიჯა, მართლაც, საშობაო სასწაული მოხდა – მისი ყვავილების თაიგული აყვავდა.

სწორედ ამ ლეგენდის გავრცელების შემდეგ სწამთ, რომ ყოველი შობის ღამეს აყვავდება პუანსეტია…

ამ ულამაზეს ყვავილს ბეთლემის ან საშობაო ვარსკვლავსაც უწოდებენ, რადგან შობის დღესასწაულზე ვარსკლავის ფორმას იღებს.