4 იანვარი, 2021

ოლეგ ბასილაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

86 წლის მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაცია ჟურნალისტებს მისმა შვილმა ქსენიამ დაუდასტურა.

მსახიობი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა თავს კარგად გრძნობს. ამის მიუხედავად, ექიმების გადაწყვეტილებით, უკეთესია, თუკი ოლეგ ბასილაშვილი მათი მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში იქნება.