13 იანვარი, 2021

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გააუქმა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ქართველ პრიმა-ბალერინასთან ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გააუქმა.

ნინო ანანიაშვილისა და ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვლადიმერ კეხმანის შეხვედრისა და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მათი თანამშრომლობა აღარ შედგება:

“ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვლადიმერ კეხმანისა და ნინო ანანიაშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ადრე დადებული ხელშეკრულება გაუქმებულია”, – ნათქვამია ნოვოსიბირსკის თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.