12 იანვარი, 2021

ნინო სურგულაძის ულამაზესი შესრულება

ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე თავისი ულამაზესი ხმითა და უმაღლესი საშემსრულებლო დონით მთელ მსოფლიოს ატკბობს.

საოპერო არიების გარდა, ნინო სხვა ჟანრის ნაწარმოებებსაც არანაკლები პროფესიონალიზმით ასრულებს. ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი სიმღერა “SMILE”. ნინოს ულამაზესი შესრულება სითბოთი აგავსებთ და დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ.