19 იანვარი, 2021

ლიკა ქავჟარაძე და გეგა კობახიძე ერთად ფილმში

ქართული კინოს ორი უნიჭიერესი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე და გეგა კობახიძე ერთად მონაწილეობდნენ რეჟისორ ჰასან ხაჟკასიმოვის კომედიური ჟანრის მხატვრულ ფილმში “დიუმა კავკასიაში”. ნამუშევარი ალექსანდრე დიუმას მოგზაურობას შეეხება.

1979 წელს გადაღებული ფილმის სცენარი რეზო გაბრიაძემ დაწერა, მუსიკა კი – გია ყანჩელმა.

ლიკა ქავჟარაძესთან და გეგა კობახიძესთან ერთად, ფილმში ასევე მონაწილეობენ კახი კავსაძე, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ვასილ ჩხაიძე…

ფილმი მაყურებელთა უმრავლესობისთვის უცნობია, რადგან თვითმფრინავის გატაცების შემდეგ, მისი ყურება აკრძალვის გამო, შეუძლებელი გახდა.