7 იანვარი, 2021

ის, რაც ხევსურებზე უნდა ვიცოდეთ

ხევსურები საქართველოს მთის შვილები არიან. მათ შესახებ ძალიან საინტერესო ცნობებს ლიკა გოგოჭური გვაწვდის:

“იქ სხვანაირები იბადებიან… იმხელა გულით მთელი სამყაროს დატევა რომ შეუძლია…
იქ სხვანაირად უყვართ, სხვანაირად ესმით ვაჟკაცობა და სხვანაირად განიცდიან ყოველივე ტკივილს…
იქ ლექსები თავისით იწერებიან…
იქ სულის სიმშვიდეს ჰაერის პირველივე ჩასუნთქვაზე იგრძნობ…
იქ მზე არასდროს გწვავს, არც გცივა და არც გცხელა… სხვანაირი წონასწორობაა ბალანსი ადამიანსა და სამყაროს შორის…
იქ სხვანაირად გიმასპინძლებენ… შემხვედრი აუცილებლად მიგიპატიჟებს, ხინკალს თუ არა პურ-სატანს (ყველს და პურს) გულიანად გადმოგიდგამს, არაყს მოგაწვდის და დაილოცება…
იქ ყოველთვის მხარდამხარ იბრძოდნენ! ერთი სხეულივით მოძრაობდნენ…
იქ შენ ტკივილს სხვანაირად გაიზიარებენ…
იქ სხვანაირი მოლხენა იციან…
იქ სხვანაირები იბადებიან, თანდაყოლილი ინტელექტით და ნიჭით სავსეები…
იქ სხვანარი სიამაყე იციან…
იქ სხვანაირად ესმით ბედნიერება…
მთაში სხვანაირები იბადებიან…”