3 იანვარი, 2021

განსაკუთრებული საჩუქარი ნანი ბრეგვაძეს

მომღერალ ნანი ბრეგვაძეს განსაკუთრებული საჩუქარი ახალი წლის დადგომისთანავე ერგო.

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა მას ბედობის დღე ყველაზე ორიგინალურად მიულოცა:

“ყოველი წლის 2 იანვარს ჩვენს უძვირფასეს ნანისთან ვიკრიბებით და ქართული სიმღერის ლეგენდასთან ერთად ყოფნას ვიბედებთ, მუსიკის დღესასწაულს ვიწყობთ და ენით აუწერელი ენერგიით ვიმუხტებით, მთელი წელი რომ მიგვყვება ხოლმე! მართლა ისე გვიყვარს ყველას ეს ურყევი ტრადიცია, რომ 1 იანვარზე მეტად 2 იანვარს ველოდებით და საგანგებოდ ვემზადებით დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად…

წელს კი გავუფრთხილდით მის ჯანმრთელობას და მე და თეონამ ყველა ჩვენი საერთო მეგობრის სახელით ჩვენი დიდი სიყვარული ასეთი ფორმით გამოვხატეთ, მაინც დავებედეთ ერთმანეთს და თან ისე, რომ არ ელოდა, სიურპრიზად.”