23 იანვარი, 2021

ძალიან საინტერესო ცნობა ჭაბუა ამირეჯიბზე

მწერალ ჭაბუა ამირეჯიბზე ძალიან საინტერესო ცნობას გვაწვდის მწერალი და პოეტი დავით შემოქმედელი:

,,დათა თუთაშხიას” ავტორობასთან დაკავშირებით: ძველი თაობის მწერლებს ჩემთვის მოუყოლიათ, რომ გვახსოვს როგორ მუშაობდა ამ რომანზეო. ოღონდ, დაუდასტურებელად, ეჭვის დონეზე, რაც მათ იცოდნენ ამბობდნენ, რომ ჭაბუას ხელში ჩაუვარდა შალვა ამირეჯიბის ჩანაწერები, რომელიც ემიგრაციაში იყო გაქცეული, იყო პოეტი, ვერიკო ანჯაფარიძის პირველი მეუღლე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრე.

ამბობდნენ რომ მან ეს ჩანაწერები დაამუშავა და თავისიც დაამატა და მიუხედავად ამისა, მაინც ავტორიაო. მწერალთა კავშირის სხდომაზე, მე არ ვესწრებოდი, ესეც გადმოცემით ვიცი, სრულ სიმართლეზე თავს ვერ დავდებ, ჩხუბი მოსვლიათ თამაზ ჭილაძესა და ჭაბუა ამირეჯიბს. ჭაბუას უთქვამს, შენ ახლა იმასაც იტყვი: ჭაბუა ამირეჯიბს ,,დათა თუთაშხია” არ დაუწერიაო. თამაზ ჭილაძემ უპასუხა: ჭაბუა ამირეჯიბმა კი დაწერა ,,დათა თუთაშხიაო”, მაგრამ შენ არა ხარ ჭაბუა ამირეჯიბიო…

ჩემთვის ეს თემა ამოწურულია – ჭაბუა ამირეჯიბი არის ამ რომანის ავტორი.”