21 დეკემბერი, 2020

თამაზ ვაშაკიძე: “წარმოუდგენელი რამ ხდება, გავგიჟდი!”

ქორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძე უკვე 15 წელია საქართველოდან არის წასული და იძულებით დევნილობაში იმყოფება:

“წარმოუდგენელი რამ ხდება, გავგიჟდი იმის გამეორებით, რომ 15 წელი ოჯახი ჩემს გარეშეა და ჩემი საქმის გადახედვა არ ხდება.

ჩემი გამართლება ეტყობა გამორიცხულია – ან ციხეში წასვლა სიმართლის გულისათვის, ან შეწყალების მოთხოვნა, საპროცესო შეთანხმებასაც მთავაზობენ, მთავარია დანაშაული ვცნო, ვაღიარო, რომელიც არ ჩამიდენია. რა ჰქვია ამას?

დღეს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია სამართლიანობის აღდგენაზე არ საუბრობს, არ არის ეს მათთვის აქტუალური. ორი საყოველთაო ამინისტია – 2012 წელს და 2020 წელს და არც ერთი არ შემეხო.

ტრაგიკომედიაა.”