23 დეკემბერი, 2020

შოთა ნიშნიანიძე – არბევენ სოროს თუ ჩიტის ბუდეს

არბევენ სოროს თუ ჩიტის ბუდეს –
ვიღაც აგრძელებს ცოდვას გუშინდელს,
დედამიწაზე არ არის წუთი
სადღაც ვიღაცას რომ არ უჭირდეს.
კაცო, ცხოვრებას ნუ გალევ ფუჭად,
ვიღაცის მაინც იყავი მხსნელად.
სადღაც ვიღაცას ყოველთვის უჭირს,
სადღაც ვიღაცა მოითხოვს შველას.”