4 დეკემბერი, 2020

ნიკოლოზ ბარათაშვილის გამქრალი პორტრეტი

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი გაქრა.

მაშინდელი თითქმის ყველას პორტრეტი შემოინახა დრომ. ტატოსი კი – გაქრა!

ილიას მიერ მისი დებისაგან წამოღებული პორტრეტი-დაგეროტიპი ფოტოატელიესთან ერთად დაიწვა. ზაქარია ჭიჭინაძის ინიციატივით აღდგენილი ტატოს სახე პოეტის დების პორტრეტების მიხედვით – დაიკარგა… არაერთმა მხატვარმა შექმნა მისი პორტრეტი.

ეს ლევან ჭოღოშვილის მიერ შექმნილი პორტრეტია – 20 წლის ბარათაშვილს ჟოლოსფერი, ბეწვშემოვლებული ქულაჯა, მაუდის შარვალი და თეთრი, ქართული წაღები ეცვაო…