25 დეკემბერი, 2020

მოუსმინეთ დათო ტურაშვილს

მწერალი დათო ტურაშვილი მკითხველს თავისი გულწრფელობისთვის უყვარს.

“რეაქციაში” სტუმრობისას მწერალმა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე – მშიერ ბავშვებზე ისაუბრა:

“ძალიან კორექტული მინდა ვიყო და რასაც ახლა ვფიქრობ და რისი თქმა მინდა, ძალიან ვიკავებ თავს, რომ არ ვთქვა…

მსოფლიოში არ არსებობს ასეთი პარლამენტი, რომ ამდენი მილიონერი იყოს პარლამენტის წევრი. მართლა მაინტერესებს, როგორ სძინავთ მილიონერ დეპუტატებს, როცა 78 ათას ბავშვს ამ ქვეყანაში აქვს კვების პრობლემა…”