25 დეკემბერი, 2020

მერაბ აბრამიშვილის ნახატები კვიპროსის აუქციონზე

ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ნახატები სოთბის აუქციონის შემდეგ, კვიპროსის აუქციონზეც გაიყიდა.

კვიპროსის აუქციონზე ქართველი ხელოვანის 3 ნამუშევარი “საიდუმლო სერობა”, “ქერუბიმი” და “მთავარანგელოზი” გაიყიდა.

ინფორმაცია ბაია გალერეამ გაავრცელა:

“ფასების საბოლოო ვერსია გადასახადების ჩათვლით, ჯერ გამოქვეყნებული არ არის, ვწერთ აუქციონის ფასებს და მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ საბოლოო ფასებს გადასახადების ჩათვლით:
„საიდუმლო სერობა“ – 55.000 ევრო
“ქერუბიმი“ – 17.000 ევრო
„მთავარანგელოზი“ – 28.000 ევრო

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები კვიპროსის კერძო კოლექციებში 2001 წელს ანი ლაღიძის მიერ ჩატარებული გამოფენის შემდეგ აღმოჩნდა.

საერთაშორისო არტ მარკეტი და ქართული ხელოვნება ძალიან საინტერესო თემაა და მერაბ აბრამიშვილი კი მისი მუდმივი მონაწილეა.”