2 დეკემბერი, 2020

ამირან შალიკაშვილის უკარგესი ინიციატივა

პანტომიმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი უკარგესი ინიციატივით გამოდის:

“ჩემი ერთი ხმა თუ იქნება საკმარისი, რომ ყველა თეატრს მოვეფერო, აი, გეფერებით და მინდა გაძლება მოგცეთ ღმერთმა! მე, როგორც ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მინდა ყველა თეატრს ახალი ძალებით ვუსურვო მალე გახსნა ულამაზესი პრემიერები!

მინდა, ჩემი ერთი პატარა სურვილი გაგიზიაროთ – როდესაც გადაივლის ეს მძიმე პერიოდი და დადგება გახსნის დღე 2021 წელს, ერთი თვე და რიცხვი ავირჩიოთ და ყველამ ერთად, ერთ დღეს და ერთ დროს მთელს საქართველოში ვითამაშოთ პრემიერა ერთდროულად! გავავსოთ ყველა თეატრის დარბაზი დიდი შემოქმედებითი სიყვარულით.

ეს იქნება საქართველოს გაცოცხლება, მისი ამოსუნთქვა და ყოველი ცუდის დავიწყება! ვფიქრობ, როდესაც 52 თეატრი ერთდროულად გამართავს პრემიერას, ეს იქნება გრანდიოზული დღესასწაული ჩვენი ულამაზესი ქვეყნისათვის.

ამ პროექტის შესრულებისთვის შეგვიძლია თეატრები დავუკავშირდეთ ერთმანეთს და ლამაზი დღესასწაულის განხორციელება შევძლოთ…

გისურვებთ ღვთის წყალობას და ჯანმრთელობას!”