28 ნოემბერი, 2020

უახლესი ინფორმაცია კახი კავსაძეზე

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას მისი ძმა, ოპერის მომღერალი იმერი კავსაძე ავრღელებს:

“კახი დღეიდან გადავიყვანეთ კლინიკში, ჩემზე ცოტა უფროსიც არის და ამიტომ ვამჯობინეთ, რომ გადაყვანილი ყოფილიყო საავადმყოფოში. კახის იმდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული, იმდენად ნაომარია, რომ ბოლოს და ბოლოს ვარჩიეთ, რომ იყოს ჩვენი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ”.

კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან იმერი კავსაძე და მისი მეუღლეც.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.