5 ნოემბერი, 2020

ქალის იდეალი თენგიზ არჩვაძისთვის

თეატრისა და კინომ მსახიობის თენგიზ არჩვაძისთვის არსებობს ქალის იდეალი, რომელიც ოთარაანთ ქვრივია:

“ხშირად მეკითხებიან, ვინ არის თქვენთვის ქალის იდეალიო.

ჩემთვის ქალის იდეალად ოთარაანთ ქვრივის სახე დარჩა. მას ძალიან ჰგავდა ბებიაჩემი ნატო. ის 27 წლის ასაკში დაქვრივდა და 5 შვილი ღირსეულად გაზარდა. ამიტომაც დავარქვი ჩემს უფროს ქალიშვილს მისი სახელი – ნატო. ბიჭი რომ მყოლოდა, აუცილებლად ბაბუაჩემის – დავითის სახელს დავარქმევდი.

ქალის იდეალს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიკური გარეგნობა არ აყალიბებს. რა თქმა უნდა, ქალი მშვენიერი უნდა იყოს, მაგრამ უფრო მეტად მან თავის ღირსებას უნდა სცეს პატივი, ოჯახის ერთგული უნდა იყოს, ბურჯი უნდა იყოს ოჯახისაც და, აქედან გამომდინარე, ერისაც.”