15 ნოემბერი, 2020

ფსიქიატრიულში გამოკეტილი ფრიდონ ნიჟარაძე

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე ფსიქიატრიულში გამოკეტეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველებისთვის დედა ენის წართმევა გააპროტესტა.

გენიოსი მხატვრის უცნობი ისტორიები რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა გაიხსენა:

“გუშინ მივტიროდი კოშკებს, ნეტავ თუ გააზამთრებენთქო, მაგრამ, თურმე , ფიდო ვერ ხვდებოდა გაზაფხულს…
თითქოს რაღაც ვიგრძენი…

ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავდი,რომ ფიდო ჩემი ბებია – მარიამის ძმის შვილი იყო, მიხაროდა, რომ მეც ვიყავი თავისი ოჯახის წვერი, მიხაროდა…

როგორი იქნება ეხლა უშგული ფიდოს გარეშე?!
როგორც უშგული კოშკების გარეშე, როგორც უშგული მთების გარეშე, როგორც უშგული მდინარის გარეშე, როგორც უშგული ლურჯი ცის გარეშე…

ერთი შეხედვით “გიჟი” და “უცნაური” – მოკრძალებით ესალმებოდა ყველა, “ფიდო დღეს ხასიათზე არ არის, არ დაგველაპარაკა”, ხშირად გაიგონებდით მსგავს ფრაზებს.
მე, ეტყობა ცოტა გავუთამამდი, “ქაჯანას” მეძახდა.

წელს ალბათ სხვანაირად დაზამთრდება…
თავს დახრიან კოშკები…
სიჩუმე გამეფდება უშგულში…
ფიდო გარდაიცვალა…
დაგვიტოვა საგანძური…
მაგრამ თვითონ წავიდა და ვერაფერი ამოავსებს იმ სიცარიელეს, რასაც ფიდოსთან არ შეხვედრა ჰქვია…
ფიდოს ყველა თავისი შემოქმედებით იცნობს, მაგრამ…

ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რამდენი იბრძოლა მან კოშკების გადასარჩენად, განსაკუთრებით კომუნისტების პერიოდში, რამდენი იბრძოლა უშგულის საგანძურის შესანარჩუნებლად, რამდენი იბრძოლა სვანური ენის შესანარჩუნებლად…

ფიდო…
გემშვიდობები…
შორს არსად მიდიხარ…
შენი ნახატები ჩვენ გვრჩება…
შენ კი ლამარიას ეზოში იქნები, რამოდენიმე ნაბიჯით მაღლა…
ჩვენ კი მოვალთ შენს საფლავზე და დაგელაპარაკებით…

ეს ვიდეო მიყვარს, ესეთია ჩემთვის ფიდო..
მარტოსული…
წვიმიანი…
დარდიანი…
წავიდა და გაიყოლა კოშკებზე დარდი…
გენიოსმა მხატვარმა ხელოვნების დაფასება ჩვენზე კარგად იცოდა…
წავიდა და გაიყოლა კოშკებზე დარდი…
და როგორ მინდა, მოვეფერო თითეულ კოშკს, ფიდოს კოშკებს…
და ჩავეხუტო…
მშვიდობით გენიოსო…
მადლობა გენიოსო…”