ნინო ქათამაძის გულითადი თხოვნა

ნინო ქათამაძის გულითადი თხოვნამომღერალი ნინო ქათამაძე თითოეულ ადამიანს გულითადი თხოვნით მიმართავს:

“ძვირფასებო,

ხვალ, 8 ნოემბერს

დღის 3 საათზე

ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ცხოვრება გვინდა.

შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები.

თუ, ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცვული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები.

ხვალ, ჩვენი ფასეულებების ბრძოლის დღეა.

თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ,

დარაბები გახსენით,

აივნებიდან ყვავილები შემოგვაგებეთ.

გთხოვთ, ხვალ მართლაც ისტორიული დღეა, არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის. ბედნიერების მაგალითებისთვის.

გთხოვთ!

გთხოვთ!

გემუდარებით!

დაე, ხვალ იყოს ყველაზე ნამდვილი ღირებულებების დღე!

მიყვარს ჩემი კეთილი გულების სამშობლო.
აქ აღარ არის მოღალატეების ადგილი, რადგან ჩვენი შვილები სიყვარულის ერთგულებით გავზარდეთ და მათ ვეღარ ვუღალატებთ.

ხვალ!
8 ნოემბერს!
დღის 3 საათზე!
ჩვენი მთავარი სიტყვის დღეა.
ვხვდებით რუსთაველზე!”