1 ნოემბერი, 2020

ძალიან ლამაზი მიძღვნა მერაბ კოსტავას

ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

“საქართველოს ერთგულება ენატრება,
სიყვარული ენატრება გელათს!
მთაწმინდიდან გადმოდექი, გევედრები,
ქართველები შეარიგე, მერაბ!
საქართველოს სამართალი ენატრება,
საქართველო შინდისფერად ელავს,
ანგელოზებს შეავედრე სამართალი,
სათნოება შეავედრე, მერაბ!
მუქი ნისლი დასწოლია შავნაბადას,
თეთრი ცხენი ელოდება მხედარს,
საქართველოს ბასიანი ელანდება
და დიდგორი ესიზმრება, მერაბ!
ცრემლიანი შემოგვყურებს ღვთისმშობელი,
სამთავისი სევდიანად რეკავს,
მთაწმინდიდან გადმოდექი, გევედრები,
ქართველები შეარიგე, მერაბ!”