19 ოქტომბერი, 2020

რეზო გაბრიაძის ყველაზე განსაკუთრებული ნამუშევარი

რეჟისორს, მწერალსა და მხატვარს რეზო გაბრიაძის ნამუშევრებს შორის არაერთი გამორჩეული და ორიგინალური ნახატი, სპექტაკლი თუ პიესაა. მათ შორის ნამდვილად გამორჩეულია ქუჩის ყველაზე პატარა საათი თბილისში და მთელ საქართველოში, რომელიც შავთელის ქუჩაზე მდებარე თეატრალურ კოშკზეა დამაგრებული.

მარიონეტების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარი შავთელის ქუჩაზე მდებარე თეატრალურ კოშკზე 2016 წელს დაამაგრეს.

მსოფლიოში ძალიან ცოტა ქუჩის მცირე ზომის საათია და მათგან ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი საქართველოს დედაქალაქშია. თუმცა ყველაზე პატარაა თუ არა ის მთელს დედამიწაზე, უცნობია.