24 ოქტომბერი, 2020

ფრიდონ სულაბერიძის ფენომენალურობის საიდუმლო

“სუხიშვილების” ოქროს თაობის მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე ნამდვილად ცეკვის ლეგენდაა. მისი უმაღლესი საშემსრულებლო ტექნიკის და ფენომენალურობის საიდუმლო კი ქართული ცეკვის უსაზღვრო სიყვარულია.

ქართული ცეკვა არის ის იდენტობა, რომელიც განსაკუთრებულად გამოგვარჩევს დანარჩენი მსოფლიოსგან.
ცეკვა ქართული ქართული სულის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი გამოხატულებაა, ფრიდონ სულაბერიძე კი ამ ცეკვის ფენომენალური შემსრულებელი.

ასაკის მიუხედავად, მას კვლავაც შეუძლია დადგეს სცენაზე, გაშალოს ხელი, უმაღლეს დონეზე გააკეთოს გასმა და აღფრთოვანებული დატოვოს ათასობით მაყურებელი.