16 ოქტომბერი, 2020

მიხეილ ჯავახიშვილის ყველაზე ორიგინალური ძეგლი

მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის ყველაზე ორიგინალური ძეგლი ალექსანდრე ელისაშვილმა ბუკიას ბაღში დადგა. სწორედ იმ ადგილას, სადაც წლებია დევს მემორიალური ქვა წარწერით “აქ აღიმართება მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი”:

“ბუკიას ბაღში ჩემო ბავშვობიდან დევს მემორიალური ქვა, სადაც წერია “აქ აღიმართება მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი”. ათწლეულები გავიდა და უდიდესი ქართველ მწერალს ძეგლი ვერ დავუდგით.

ჰოდა, ძეგლი არადა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებმა საზოგადოებრვივი თარო დავდგით დილიდან. ბუკიას ბაღში შეძლებთ თაროდან აიღოთ და წაიკითხოთ მიხეილ ჯავახიშვილის წიგნები. თუ დააბრუნებთ წიგნებს ძალიან კარგი, თუ სხვა წიგნებს შემოამატებთ, კიდევ უფრო კარგი.

აი, ასე ლიტერატურულად დავიწყეთ დილა. შემოგვიერთდით…”