19 ოქტომბერი, 2020

მარია დ’აბო – გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი

მსახიობი მარია დ’აბო ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის შვილიშვილია. ის ნანო კვინიტაძის ქალიშვილია და ლონდონში ცხოვრობს.

მარია ინგლისელი რეჟისორის ჰიუ ჰადსონის მეუღლეა. მსახიობი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს ღრმად მოხუცებულ დედასთან – ნანო კვინიტაძესთან ერთად ჩამოვიდა და ბაბუას არქივი და პირადი ნივთები ჩამოიტანა.

მსახიობი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით საუბრობს ბებიასა და ბაბუაზე და მათთან ერთად გატარებულ წლებს ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევს.