11 ოქტომბერი, 2020

ლიკა ქავჟარაძის სილამაზის საიდუმლო

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სილამაზეზე კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. ულამაზესი გოგონას პირველივე გამოჩენა ეკრანზე უდიდეს დღესასწაულად იქცა მაყურებლისთვის. არ ჰქონდა მნიშვნელობა ეპიზოდურ როლს თამაშობდა თუ მთავარს – ლიკა ქავჟარაძე ყველგან ბრწყინავდა და მაყურებელს აჯადოვებდა.

დრამატურგი რეზო კლდიაშვილი მსახიობის სილამაზის საიდუმლოს გვიხელს:

“საიდან მოდის ეს სილამაზე და გენებიდან. დედა – დალი ფალავანდიშვილი, მამა – ბესო ქავჟარაძე – ორთავე თბილისში თავისი თაობის აღიარებული ლამაზი წყვილი. ბებია – ულამაზესი, ქიმიის პროფესორი ლია ციციშვილი, არისტოკრატიული ღიმილს დამადევნებდა დაგვიანებული რომ ავრბოდი ინსტიტუტის კიბეებზე. მოკლედ, გენების პარადი – ბიძა დედის მხრიდან – გეიდარ ფალავანდიშვილი.

ლიკა თითქმის ჩემს ხელშია გაზრდილი. დედა – დალი ფალავანდიშვილი და მე ერთ ლაბარატორიაში ვმუშაობდით ქიმიის ინსტიტუტში. ლიკაც ხშირად მოდიოდა – ეს დაახლოებით ის დროა, როცა გამოვიდა ლანა ღორობერიძის “როცა აყვავდა ნუში”, პატარა ეპიზოდი აქვს – ქუჩაში მოდის აყვავებული ნუშის ტოტით ხელში…

ძალიან ვუყვარდით მე და ირინა. ერთხელ სანდრომ და ლიკამ დაგვპატიჟეს თავისთან ჩაიზე. ქალბატონი ნანა დიმიტრიადი – სანდროს დედა როიალთან, ბებია ოპერის ცნობილი მომღერალი – ქალბატონი ნადეჟდა ხარაძე. მაგარი დრო გავატარეთ…

ვნანობ, არ ვიყავი ისეთი ყურადღებით, როგორიც ჩვენს ურთიერთობებს ეკადრებოდა.”