9 ოქტომბერი, 2020

გუნდი “თუთარჩელა” თვითიზოლაციაშია

ახალგაზრდული გუნდი “თკთარჩელა” თვითიზოლაციაშია. ამის მიზეზი გუნდში კორონა ვირუსის 3 შემთხვევის დაფიქსირება გახდა.

ინფორმაცია თამარ ბუაძემ გაავრცელა:

“ახალგაზრდულ გუნდ “თუთარჩელაში” დაფიქსირდა კორონა ვირუსის 3 შემთხვევა და მთლიანი გუნდი გადასულია თვითიზოლაციაში.

მინდა რამოდენიმე განმარტება გავაკეთო: “თუთარჩელა” არის შემოქმედებითი კოლექტივი და გუნდში მღერა არის მოვალეობა და სამსახური.

გუნდის რეპეტიციები ფოლკლორის სკოლაში თითოეული მომღერლის პირადი გადაწყვეტილებით, კანონის ფარგლებში, დისტანცირებით და ყველა რეგულაციების დაცვით ტარდებოდა.

აქვე აღვნიშნავ, რომ ფოლკლორის სკოლაში მოსწავლეთა ჯგუფური მეცადინეობები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და “თუთარჩელას” რეპეტიციები არ წარმოადგენდა საშიშროებას სკოლის მოსწავლეთათვის.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიტუაცია არც ეხლა წარმოადგენს საშიშროებას სასწავლო პროცესისადმი, სკოლა სრულიად გადადის ორი კვირით ონლაინ სწავლებაზე.

გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და კორექტულობა გუნდის მიმართ.”