7 ოქტომბერი, 2020

გია როინიშვილი: “რატომ ხართ ჩუმად?!”

მსახიობ გია როინიშვილს მიაჩნია, რომ ახლა გაჩუმება დანაშაულია, რადგან კრიმინალები მეცნიერებს მიადგნენ:

“ყველაფერზე წავლენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის – საკუთარი კეთილდღეობისთვის ეს კრიმინალები! მეცნიერებს მიადგნენ… რატომ ხართ ჩუმად?! თუმცა ეს ის ქვეყანაა, სადაც საყდრისი მეცნიერების ხელისმოწერით ააფეთქეს! ასე იყო 37-შიც – ერთმანეთზე ,,წერდნენ” და ერთმანეთს ახვრეტინებდნენ… მერე ეკითხებოდნენ, რატომ ხდებოდაო? – დრო იყო ასეთიო!

ახლაც დროა ასეთი! ადამიანი არ იცვლება!”