3 ოქტომბერი, 2020

დავით სოკოლოვი საავადმყოფოში მოხვდა

ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი საავადმყოფოში მოხვდა. 83 წლის ჟურნალისტი მწვავე ინფარქტის დიაგნოზით უკვე მეორედ აღმოჩნდა სამედიცინო ცენტრში.

ინფორმაცია ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ გაავრცელა:

“ჩემი უსაყვარლესი უფროსი მეგობარი და ყველასთვის საყვარელი ყველა დროის ტელევარსკვლავი დავით სოკოლოვი მწვავე ინფარქტით მეორედ მოხვდა საავადმყოფოში ამ მოკლე დროის მანძილზე. აქამდე ოჯახს არავინ შეუწუხებია ამ პრობლემით, მაგრამ ყველა რესურსი ამოიწურა და მინდა ვთხოვო დახმარება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ ვინც იცის, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს, რა დახმარება ეკუთვნის 83 წლის ადამიანს პენსიის და საყოველთაოს გარდა, რომ საავადმყოფოს და მკურნალობის ხარჯები დაფაროს.

გთხოვთ ცუდად არ მიიღოთ ეს თხოვნა. არც თანხის შეგროვების თხოვნაა ეს და არც ვინმეს ზედმეტად შეწუხების – დათო არ დაუშვებს ამას რომ გამიგოს.

სახელმწიფოს რა დახმარება შეუძლია – ეს მაინტერესებს.

თვითონ წევს რკინიგზის საავადმყოფოში. გონზეა, სიცოცხლით სავსეა როგორც ყოველთვის და გადარჩენაც სრულიად რეალურია.

დამეხმარეთ, გთხოვთ.”