23 სექტემბერი, 2020

უმნიშვნელოვანესი გზავნილი მასწავლებლებს

მასწავლებლებს ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მისია აკისრიათ – აზიარონ ცოდნას მომავალი თაობა და, რაც მთავარია, სწორად ასწავლონ მათ ცხოვრების მთავარი ღირებულებები.

“არტ ინფო” გთავაზობთ საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი სკოლის დირექტორის წერილს, რომელიც სამსახურში აყვანილ ყველა მასწავლებელს გააცნო:

“ძვირფასო მასწავლებელო!

მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არც ერთმა ადამიანმა: როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს; როგორ წამლავენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს; როგორ კლავენ სწავლადამთავრებული მედდები ჩვილ ბავშვებს; როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებსა და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების კურსდამთავრებულები.

ამიტომაც, მე არ ვენდობი განათლებას!

მე გთხოვთ, დაეხმარეთ მოსწავლეებს გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინები ფსიქოპატების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე. კითხვა, წერა, არითმეტიკა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს გახდნენ უფრო ადამიანურები!”