20 სექტემბერი, 2020

თამარ მეფე BBC-ზე

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია საშუალება BBC საქართველოს მეფეს – თამარს დიდ ყურადღებას უთმობს.

44-წუთიან აუდიოჩანაწერში საუბარია თამარ მეფის წარმატებულ მმართველობაზე, საქართველოს გაძლიერების მისეულ მეთოდებზე, ოქროს ხანაზე…

ვინ იყო თამარ მეფე? როგორ გამეფდა? რა ხერხებით ამარცხებდა მტრებს? – სწორედ ამ და სხვა საინტერესო თემებს ეძღვნება ჩანაწერი, რომელიც უამრავ საინტერესო კითხვას გასცემს პასუხს.