18 სექტემბერი, 2020

სოფიკო ჭიაურელი ლედი გაგას ახალ კლიპში

მსოფლიოში აღიარებულმა მომღერალმა ლედი გაგამ ახალი კლიპი გადაიღო, რომელშიც ქართველი მსახიობი სოფიკო ჭიაურელიც ჩართო.

911 – ასე ეწოდება მომღერლის ახალ სიმღერას. კლიპის რეჟისორმა თავისი ნამუშევარი სერგო ფარაჯანოვის 1969 წელს გადაღებული გენიალური ფილმის “ბროწეულის ფერი” მოტივებზე შექმნა.