4 სექტემბერი, 2020

საქართველოში აკრძალული ნუგზარ შარიას ფილმი

მსახიობი ნუგზარ შარია წლებია უცხოეთში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მისი არის ფილმები ქართველი მსახიობის მონაწილეობით, რომლებიც ქართველ მაყურებელს არ უნახავს.

ნუგზარ შარიას შვილი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურა შარია გვთავაზობს ამონარიდს ფილმიდან “მონღოლეთის ჟანა დარკი”, რომელიც საქართველოში არ აჩვენეს.

ამ ფილმისთვის ნუგზარ შარიამ 1989 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცის როლისთვის დაჯილდოვდა.

ზურა შარია:

“1989 წელს გამოვიდა ულრიკე ოტტინგერის ძალიან საინტერესო ფილმი “მონღოლეთის ჟანა დარკი”, რომელშიც ნუგზარამ შარაიამ მარშალ მურავიოვი განასახიერა.

1989 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნუგზარ შარია საუკეთესო მამაკაცის როლისათვის დაჯილდოვდა. ნუგზარ შარია ასევე გახლავთ ბავარიის სახალხო არტისტი.

ნუგზარ შარიას კომენტარი:

“1989 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხდა პირველი შემთხვევა, როცა მომანიჭეს მამაკაცის როლის შესრულებისათვის პირველი პრემია და დაჯილდოვების დროს ტაშის გრიალით ფეხზე დადგა პუბლიკა. რაც იყო საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორიაში პირველი შემთხვევა!”

გთავაზობთ ეპიზოდს ფილმიდან. არც ეს ფილმი გაშვებულა საქართველოში.”