7 სექტემბერი, 2020

რას ჰკითხავდნენ შოთა რუსთაველს ქართველი ტელეწამყვანები

შოთა რუსთაველს ალბათ ბევრი ადამიანი დაუსვამდა მისთვის საინტერესო თემაზე შეკითხვას.

ირაკლი ბროკიშვილმა ცნობილი ქართველი ტელეწამყვანებისთვის უმნიშვნელოვანესი კითხვები შეკრიბა:

“რას ჰკითხავდნენ დღეს შოთა რუსთაველს ქართველი ტელეწამყვანები თავიანთ გადაცემებში:

მაია ასათიანი:
– ბატონო შოთა, მართლა გიყვარდათ თამარ მეფე? მოგვიყევით თქვენ სიყვარულზე.

ნანუკა ჟორჟოლიანი:
– შოთ, აი, გულწრფელად მითხარი ეხა, აი როგორ არ დაგეზარა ამხელა რაღაცის დაწერა?

ნიკა გვარამია:
– იტყვით, რომ თამარ მეფე იყო კორუმპირებული და თურქ-სელჩუკები არიან ოკუპანტები? ჩვენ ამას მაინც გამოვიძიებთ!

იმედზე (ბოდიში, არ ვიცი მაგათი წამყვანები):
– ბატონო შოთა, რაიმე დადებითს ხომ ვერ გაიხსენებდით მეთორმეტე საუკუნიდან?

ინგა გრიგოლია:
– ბატონო შოთა, თქვენ გაავრცელეთ სკანდალური ინფორმაცია ნაზირ-ვეზირებთან დაკავშირებით. მოუყევით ექსკლუზიურად ტვ პირველის მაყურებელს რა მოხდა?

ბაჩო და გური:
– სუბლიმაციური ჩიჟი-პიჟის მარქსისტული ნეკნების კონტექსტში და პარადიგმების ჭიდილის პარალელურად, ლიბერტარიანული ფსიხოზის სიღრმეებიდან სამიჯნურო კონსერვატიზმის გმობა დღეს უფრო აქტუალურია თუ თქვენ დროს უფრო მეტად იყო? ამის ფონზე რა პასუხს გასცემდით მაშინ გვარამიას თუ შიში შეიქმს სიყვარულსა?

აქუბარდია:
– ნიჭიერი კაცი ხარ ჩემო შოთა, მაგრამ კაი რაა, არ შეიძლება კაცო ესე, მაშინ რძე მაინც გქონდათ კაცო ნატურალური და კი იყავით 2 მეტრიანები, გაიხედე ეხლა ქუჩაში, დავჩიავდით შოთა, დავჩიავდიით!”