1 სექტემბერი, 2020

ყველაზე ორიგინალური “ვეფხისტყაოსანი”

ყველაზე ორიგინალური "ვეფხისტყაოსანი"შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” რომ შედევრია, ამაზე არავინ დავობს, თუმცა საუკუნეების წინ დაწერილი პოემა, თანამედროვე ეპოქაშიც კი აქტუალურია.

შოთა რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსანს” ფეისბუკის სამსახურში – ასე ჰქვია ჩანაწერს, რომელსაც მაგდა აბესაძე გვიზიარებს:

“ახალი ადამიანის დაფრენდების მოტივად:
,,ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.”

რეაქცია ინბოქსში მოწერილზე ,,გავიცნოდ ლამასო”:
,,რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია.”

როცა შლი ადამიანს, რომელსაც დაფრენდების დღიდან მოცემულ მომენტამდე არაფერი მოუწონებია და დაუკომენტარებია:
,,სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.”

პასუხი ყბადაღებულ და ისტერიკული ტონალობის კითხვაზე ,,როგორ ხაარ?”:
,,ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;”

როცა შეყვარებულთან ერთად ფიქსირდები ფოტოზე და არამკითხე მოამბე გიწერს ,,რამე გამომრჩაა?”:
,,ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
არ ბედითად „ჰაის“ ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს.”

ფაშისტურად, მიზოგინურად და ა.შ. ორიენტირებული ფრენდისათვის გამოწერის გაუქმებისას:
,,საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისგან, მამაცისაგან.”

როცა ადრესატი ინბოქსში მოწერილს დასინავს და ჯიბრით არ გპასუხობს:
“თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები!”

როცა ასტროლოგის ლაივ-ჩართვას მოუსმენ და აღმოაჩენ, რომ იუპიტერი შენს ნიშანში გადავიდა:
„ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;”

ყველას რომ ყველაფერს ულაიქებ:
,,უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების.”

არავის რომ არაფერს ულაიქებ:
,,ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.”

როცა ვინმეს დაბლოკვას გადაწყვეტ დამსახურებულად:
,,კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.”

ფრენდებს საქველმოქმედო აქციაში ჩართვას სთავაზობ:
,,რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად.”

როცა ფეისბუკის გაუქმებას გადაწყვეტ და ფრენდებს უბოდიშებ:
,,აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა,
სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!”